среда, 16 июля 2014 г.

ეს ტრენინგი ჩემთვის იმ მხრივ იყო საინტერესო, რომ პროექტზე მუშაობა უფრო ავითარებს და ანმტკიცებს მოსწავლეთა უნარებს. მე დამეხმარება იმაში, რომ მოსწავლეთა ინტერესები და  შესაძლებლობები უფრო კარგად დავინახო და მივცე მეტი საშუალება მათ შესაძლებლობების რეალიზებას.
ვისწავლე: სარეკლამო ბროშურის შექმნა, პროექტის პრეზენტაცია, პრეზენტაციაზე ხმის დადება, შეფასება.
შევქმენი პროექტი, რომელიც ავტვირთე ბლოგზე.

მინდა ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ლილი ზოიზეს, ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.
  

пятница, 11 июля 2014 г.

ბლოგზე გამოვაქვეყნე რაცხა და ვინცხა. არც ვიცი მოკლედ სავარჯიშოდ გავაკეთე

четверг, 10 июля 2014 г.

მე-7 დღე

საინტერესო იყო ეს დღე გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად შევასრულეთ პრეზენტაციაზე ეფექტების დადება, ამ ეფექტების დროში აღნიშვნა და სლაიდზე გაშვება.
მადლობაააა1 <3

среда, 9 июля 2014 г.

მე-6 დღე

დღევანდელ დღეს კიდევ უფრო დავხვეწე პროექტის გეგმა, კარგად  გავიგე ბროშურის შექმნის პრინციპი და პრეზენტაციის მომზადებისას როგორ გამოვიყენო ფონის, მუსიკის და ხმის ჩაწერის ინსტრუმენტები.
იმედი მაქვს ამ ტრენინგის  ფარგლებში სათანადოდ შევძლებ ყველა დავალების შესრულებას.
მადლობა ტრენინგის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლილი ზოიძეს.

четверг, 3 июля 2014 г.

მე-5 დღე

ტრენინგი თემაზე "პროექტებით სწავლა"  საინტერესოა იმ მხრივ, რომ გაიზარდა ჩემი ცოდნა პროექტების წერაზე. უფრო ადვილად აღსაქმელი ხდება რამდენად კარგად შეიძლება გამოვიყენო პროექტებით სწავლა ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ვფიქრობ უფრო მეტად მომცემს  საშუალებას  დავინახო თითოეული მოსწავლის ინტერესები და შესაძლებლობები.
კარგად გავერკვიე როგორ შევავსო გეგმის შაბლონი, როგორ უნდა მოვარგო ეროვნული სასწავლო გეგმიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ამოღებული შედეგები არჩეულ მიზანს.
განვიხილეთ  მე-2 მოდულის  აქტივობები, რის ირგვლივ დავსვი ბევრი შეკითხვა, რაზეც ტრენერმა, ქ-ნ ლილი ზოიძემ ამომწურავი პასუხები გაგვცა.
გავერკვიეთ საავტორო უფლებების დაცვის საკითხებში.
 პრაქტიკულად გვაჩვენა პრეზენტაციის შექმნისას როგორ უნდა გამოვიყენოთ დიზაინის და ანიმაციების ველები.
დიდი სურვილი მაქვს ძალიან კარგად დავეუფლო პროექტებით სწავლას ტექნოლოგიების გამოყენებით, რომ  უკეთესად შევძლო სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა და რაც მთავარია  შედეგზე გასვლა.
ავტვირთე მოსწავლის ნიმუში